teamtwo teamtwoteamtwo
  • პროექტები
  • სერვისები
    • პროცესი
    • BIM
  • გუნდი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • En
Giorgi Tsintsabadze
გიორგი ცინცაბაძე

მთავარი სტრუქტურული ინჟინერი – თანადამფუძნებელი

2004-2009 წლებში გიორგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით სწავლობდა. 2018 წელს აგრარულ უნივერსიტეტში ამავე ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

2006 წლიდან გიორგიმ დაიწყო სტრუქტურულ ინჟინრად მუშაობა და დღემდე მას არაერთ დიდ პროექტზე უმუშავია ამ მიმართულებით. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს სავაჭრო ცენტრების, სამედიცინო დაწესებულებების, მრავალბინიანი საცხოვრებლების, სასტუმროების და სარეაბილიტაციო პროექტების სტრუქტურულ ანალიზებს. მნიშვნელოვანია მისი გამოცდილება გერმანულ საინჟინრო კომპანია ვაინორშიც, სადაც ის განსაკუთრებულად რთულ კონსტრუქციებს აპროექტებდა.

2014 წელს გიორგი გახდა კონსტრუქციული კომპანია სახელოსნო N4-ს თანადამფუძნებელი, სადაც მას მთავარი კონსტრუქტორის პოზიცია ეკავა. ხოლო 2019 წლიდან ის შეუერთდა არქიტექტურული კომპანია teamtwo-ს გუნდს როგორც კომპანიის მთავარი სტრუქტურული ინჟინრი და თანადამფუძნებელი.

2020 წლიდან გიორგი თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების სკოლაში არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტზე ასწავლის. 

© teamtwo 2020






info@teamtwo.ge

ტელ : +995 555 577 499
ზ.ფალიაშვილის #37