teamtwo teamtwoteamtwo
  • პროექტები
  • სერვისები
    • პროცესი
    • BIM
  • გუნდი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • En
განაშენიანების რეგულირების გეგმის საჭიროება

რა არის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ)?

განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც ცალკეული ტერიტორიებისთვის ადგენს ან აზუსტებს ფუნქციურ ზონებს, კოეფიციენტებს და შენობების განთავსების არეალებს.

გრგ-ს დამუშავება საშუალებას იძლევა ტერიტორია განვითარდეს მოწესრიგებულად, გათვალისწინებულ იქნას ყველა მიწის ნაკვეთი, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოსთვის საჭირო ყველა კომპონენტი.

როდის არის განაშენიანებიოს რეგულირების გეგმა საჭირო?

განაშენიანების რეგულირების გეგმა შეიძლება მოიცავდეს როგორც ერთ, ასევე რამოდენიმე მიწის ნაკვეთს. გრგ-ს დამუშავება სავალდებულოა შემდეგ შემთხვევებში:

  • საპროექტო ტერიტორია მდებარეობს დაუგეგმარებელი/მოუწესრიგებელი ან/და ჩამოუყალიბებელი ტერიტორიის ფარგლებში;
  • იგეგმება ქალაქის საზღვრებში 7000 მ2 (სოფლისთვის – 2000 მ2, დაბისთვის – 4000 მ2) და მეტი ფართობის მქონე ტერიტორიის სამშენებლოდ გამოყენება;
  • დაგეგმილი მშენებლობა განაშენიანებაში იწვევს მნიშვნელოვან ქალაქგეგმარებით ცვლილებებს;

მაგალითად, თუ გაქვთ მიწის ნაკვეთი გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე და გინდათ ააშენოთ საცხოვრებელი სახლი, იმისათვის რომ მშენებლობის ნებართვა აიღოთ, თავდაპირველად საჭიროა დამუშავდეს განაშენიანების რეგულირებს გეგმა თქვენს და მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე.

როგორ ხდება განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება?

გრგ შედგება ორი ეტაპისგან:

  1. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება მოიცავს საპროექტო მიწის ნაკვეთების და მიმდებარე ტერიტორიების კვლევას, რომლის გათვალისწინებითაც იგეგმება შენობების ფუნქციები, პარამეტრები და განთავსების არეალები;
  2. განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი – ამ დოკუმენტით ხდება საპროექტო წინადადების შემუშავება წინასაპროექტო კვლევასა და გეგმარებით დავალებაზე დაყრდნობით;

ორივე ეტაპის  განხილვა იწყება საპროექტო ტერიტორიის შესაბამის მუნიციპალიტეტში, სადაც მოწმდება წარდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობა. დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში დოკუმენტაცია იგზავნება მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომელიც ამტკიცებს განაშენიანების რეგულირების გეგმას.

გამომდინარე იქიდან რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა კომპლექსური დოკუმენტია და საჭიროებს მომიჯნავე დისციპლინებთან კოორდინაციას, მის მოსამზადებლად აუცილებელია გამოცდილება და კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ მიწის ნაკვეთის განსავითარებლად გესაჭიროებათ განაშენიანების რეგულირების გეგმა, ჩვენი საპროექტო ჯგუფი მზად არის გაგიწიოთ კვალიფიციური მომსახურება.

  დაგვიკავშირდით
მარიამ აბაშიძე
არქიტექტორი
Previous Post
Next Post

© teamtwo 2020






info@teamtwo.ge

ტელ : +995 555 577 499
ზ.ფალიაშვილის #37