ჩვენ უკვე არაერთი წელია, აქტიურად ვმუშაობთ ბრენდირებული თუ ლოკალური სასტუმროების პროექტებზე, რაც საშუალებას გვაძლევს, მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსებში.
28 ოქტომბერს თბილისში ერთ-ერთი ასეთი კონკურსი – უძრავი ქონების ოსკარები (Prix d’ Excellence) ჩატარდება. ღონისძიება უძრავი ქონების საერთშორისო ფედერაციის ქართული წარმომადგენლობის, FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით გაიმართება, რომლის წევრიც არის teamtwo – Architects & Engineers.
საკონკურსო პროექტი ბუტიკ-სასტუმრო „მანინო“ უწერაში, ორ ნომინაციაში: „სასტუმროები/აპარტოტელები“ და „ენერგოეფექტური და მწვანე პროექტები“ იქნება წარდგენილი.