სასტუმროებში განთავსებული შიდა საცურაო აუზი ყოველთვის ზრდის შენობის ღირებულებას და ხშირად, ზამთრის ცივ დღეებში, სწორედ აუზი არის ხოლმე დამსვენებლების რაოდენობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. ამ ტიპის საცურაო სივრცის პროექტირებისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი წყლის აორთქლებით გამოყოფილი, დიდი ოდენობით ქლორი და მარილია. პროექტირების საწყის ეტაპზევე, ამ საკითხის არ გათვალისწინებამ და საინჟინრო ნაწილში დაშვებულმა შეცდომამ, შესაძლოა დააზიანოს შენობის შიდა სტრუქტურა და საცურაო სივრცეში არსებული ჰაერის ხარისხი.