ჭკვიანი სახლი არის ავტომატიზირებული სისტემით აღჭურვილი საცხოვრებელი სივრცე, რომელიც შეგიძლიათ მართოთ დისტანციურად, ინტერნეტთან დაკავშირებული ნებისმიერი მოწყობილობით.
უსაფრთხოება და კომფორტი
დამეთანხმებით უსაფრთხოება და კომფორტი ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია. ჭკვიანი სახლის იდეაც სწორედ ამ ორი ძირითადი საკითხით არის განპირობებული:
უსაფრთხოება
- კარის დისტანციური მართვა – ჭკვიანი საკეტით აღჭურვილი კარი არასოდეს დაგრჩებათ ღია. შეძლებთ შექმნათ კარის გაღების ერთჯერად კოდი მაგალითად დამლაგებლისთვის, რომელიც თქვენს მიერ მითითებული დროის შემდეგ, კოდს ვეღარ გამოიყენებს.
- კომუნიკაციების დისტანდიურად მართვა – წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ დასასვენებლად და აღარ გჭირდებათ დაკარგოთ დრო იმის შესამოწმებლად გამორთეთ თუ არა გაზი, შუქი, წყალი, უთო – ამ ყველაფრის შემოწმებას და გამორთვას დისტანციურად შეძლებთ.