ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპულ ბაზარზე ბრენდირებული სასტუმროების პოპულარობა მკვეთრად იზრდება. დღესდღეობით ფრენჩაიზებს ევროპული ბაზრის სასტუმროების 40% აქვთ ათვისებული მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10-15%-ს შეადგენდა.
ამერიკაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბრენდირებული სასტუმროების წილი ბაზარზე უცვლელია და ის 70%-ს შეადგენს. რატომ განსხვავდებიან ევროპული და ამერიკული ბაზრების მაჩვენებლები?
აშშ-სგან განსხვავებით, ევროპა დამოუკიდებელი ქვეყნების ნაკრებია, სადაც სასტუმროს ოპერატორებს, ქვეყნების მიხედვით, სხვადასხვა რეგულაციის დაცვა უწევთ. სწორედ ამ ფაქტორმა გამოიწვია რეგიონში ბრენდირებული სასტუმროების ბაზრის განვითარების შენელება. თუმცა, დღეს უკვე ნათელია, რომ ევროპული ბაზრის განვითარების ტენდენცია, უმეტესწილად, საშუალო კლასის ბრენდირებულ სასტუმროებზე მოდის. ეს ფაქტი ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნათლად ჩანს ისეთი ცნობილი ბრენდების მაგალითზე, როგორებიცაა: Accor, Hilton და Marriott.