teamtwo teamtwoteamtwo
  • პროექტები
  • სერვისები
    • პროცესი
    • BIM
  • გუნდი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • En
Blog

  • ყველა
  • #20რჩეულიპროექტი
  • #საპროექტოგადაწყვეტები
  • #საპროექტორეგულაციები
  • #უძრავიქონება
  • #ყველაფერისასტუმროზე

პროექტისთვის „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ გამოცხადებულ კონკურსში teamtwo-მ მეორე ადგილი დაიკავა

პროექტისთვის „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში ჩვენი გუნდის მიერ შექმნილმა პროექტმა მეორე ადგილი დაიკავა. კონკურსის ფარგლებში  არქიტექტურულ სტუდიებს ახალი სპორტის სასახლის მოპირდაპირედ მდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცის შექმნა დაევალათ. ამ სივრცეს ბუნებრივად უნდა შეეკრიბა საერთო ინტერესების მქონე ადამიანები - დასვენების, გართობის, შოპინგის ან შემეცნების მსურველი ვიზიტორები. მუშაობის პროცესის დიდი ნაწილი მოიცავდა კონკურსის პირობების და...

Read more

teamtwo FIABCI Prix d’Excellence-ის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია!

როგორც უკვე გიამბეთ, 28 ოქტომბერს თბილისში საერთაშორისო კონკურსი - უძრავი ქონების ოსკარები (Prix d’ Excellence) ჩატარდა, სადაც სასტუმროების ნომინაციაში ვიღებდით მონაწილეობას პროექტით „მანინო უწერა“. კონკურსი უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ქართული წარმომადგენლობის, FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა. მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ჩვენმა საკონკურსო პროექტმა ბუტიკ-სასტუმრო „მანინო“ უწერაში „სასტუმროები/აპარტოტელები“ კატეგორიაში გაიმარჯვა და მოიპოვა პირველი ადგილი! გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო...

Read more

teamtwo-ს კონსტრუქტორთა გუნდი – გამოცდილება და შიდა სტრუქტურა

როგორც უკვე იცით ჩვენმა საპროექტო ჯგუფმა დამოუკიდებელ კონსტრუქციულ პროექტებზეც დაიწყო მუშაობა. ბოლო პერიოდში კომპანიაში კონსტრუქტორების გუნდი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, გუნდის მთავარი კონსტრუქტორები teamtwo-ში მისი დაფუძნების დღიდან მუშაობენ და მათ ერთად მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აერთიანებთ. დღეს მინდა ჩვენი კონსტრუქტორების ჯგუფის და სპეციალისტების შესახებ მოგიყვეთ და გაგაცნოთ მათი მუშაობის სტრუქტურა. ჯგუფის ძირითად ბირთვს წარმოადგენს სამი სპეციალისტი:...

Read more

სიახლე: სტრუქტურული ინჟინერია როგორც დამოუკიდებელი მომსახურეობა | teamtwo-ს სერვისები და გამოცდილება

როგორც უკვე იცით, ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროექტირებისთვის საჭირო სამი ძირითადი, ერთმანეთის მომიჯნავე სპეციალისტებით: არქიტექტორები, კონსტრუქტორები და საიჟინრო კომუნიკაციების ინჟინრები. ჩვენი კომპანია პროექტირების ყველა ეტაპს ერთ სივრცეში უყრის თავს და დამკვეთს სრულ მომსახურებას სთავაზობს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენ ასევე დავიწყეთ დამოუკიდებელ, კონსტრუქციულ პროექტებზე მუშაობაც. ეს კი გუნდში კონსტრუქტორების რაოდენობის ზრდამ და სამშენებლო ნორმების და სტანდარტების შესახებ...

Read more

როგორი იყო პროექტირების და ფიქრის პროცესი ლისის კომერციულ შენობაზე მუშაობისას?

საპროექტო არეალი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი, ერთი მხრივ, ნუცუბიძის დასახლებას ეკვრის, მეორე მხრივ, ახლოს არის ლისის ტბასთან და აქ არსებულ სარეკრეაციო სივრცესთან. გუნდის დავალება კომერციული შენობის დაპროექტება იყო, რომელიც მოემსახურებოდა როგორც არსებულ, ასევე მომავალში გაშენებულ უბანს. დავალების მიხედვით, შენობაში უნდა ყოფილიყო ოფისები, კომერციული ფართები, კვების ობიექტები, ინდივიდუალური სასაწყობე სივრცეები, სატრენაჟორო დარბაზი და აუზი....

Read more

teamtwo FIABCI Prix d’Excellence-ის საერთაშორისო  კონკურსში იღებს მონაწილეობას

ჩვენ უკვე არაერთი წელია, აქტიურად ვმუშაობთ ბრენდირებული თუ ლოკალური სასტუმროების პროექტებზე, რაც საშუალებას გვაძლევს, მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსებში. 28 ოქტომბერს თბილისში ერთ-ერთი ასეთი კონკურსი - უძრავი ქონების ოსკარები (Prix d’ Excellence) ჩატარდება. ღონისძიება უძრავი ქონების საერთშორისო ფედერაციის ქართული წარმომადგენლობის, FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით გაიმართება, რომლის წევრიც არის teamtwo – Architects & Engineers. საკონკურსო პროექტი ბუტიკ-სასტუმრო...

Read more

ხელოვნურად შექმნილი კუნძული ნიუ-იორკში – Heatherwick Studio-ს ნამუშევარი

ნიუ იორკში, ქვემო უესტ-საიდის სანაპიროზე, 2021 წელს არქიტექტურულმა სტუდია Heatherwick Studio-მ ხელოვნური კუნძული შექმნა, რომელსაც სხვაგვარად პატარა ოაზისსაც უწოდებენ. 11000 კვ.მ ფართობის კუნძული ათეულობით სკულპტურულ ფორმას/ბურჯს აერთიანებს, რომლებიც ერთიანობაში საჯარო პარკს ქმნიან. აღნიშნული კუნძული, ბოძებით სრულად წყალში დგას და ხმელეთიდან პარკამდე მისვლა საფეხმავლო ხიდითაა შესაძლებელი. პარკის დაპროექტების პროცესში Heatherwick Studio-ს ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ...

Read more

თანამედროვე სასტუმროდ გარდაქმნილი ისტორიული შენობები იტალიაში

იტალიაში, კერძოდ, სოპრაბოლზანოში, 2021 წელს გამაჯანსაღებელი ფუნქციის სასტუმრო გაიხსნა. ეს არის ერთგვარი კომპლექსი, რომელიც უძველესი სასტუმროს, საცხოვრებელი სახლისა და ბეღლის შენობებისგან შედგება. სწორედ მათი წარსულიდან გამომდინარე, არქიტექტურულმა სტუდია noa*-მ გადაწყვიტა, სამივე შენობისთვის, ერთი და დამახასიათებელი არქიტექტურული ჩარჩო მოერგო. კომპლექსის ორი მთავარი შენობა ერთმანეთის გვერდით დგას. ერთი შენობა საზოგადოებრივი ზონაა, რომელიც მიმღებისგან, ბისტროსგან, ბარისგან და გამაჯანსაღებელი...

Read more

უძრავი ქონების სადეველოპერო პოტენციალის კვლევა და სწორად განვითარებული პროექტი

საქართველოში დაახლოებით 2000-მდე საპროექტო კომპანიაა, რომლებიც წელიწადში 10 000-მდე ახალ პროექტზე მუშაობენ. თუმცა, მიუხედავად დიდი პრაქტიკისა, პროექტის კონცეფციის შექმნის პროცესში უამრავი გამოწვევა იჩენს ხოლმე თავს. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევის მიზეზი არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო კომუნიკაციების (MEP) დისციპლინების ცალ-ცალკე მუშაობაა, რომლის დროსაც პროექტის თანხვედრის კონტროლი რთულდება. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, ზრდის როგორც რისკებს, ისე სამშენებლო ხარჯებს...

Read more

რადისონი რაჭაში –  თანამედროვე სასტუმრო ძველ, ბალნეოლოგიურ შენობაში

სულ მალე რაჭის ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტზე, უწერაში, Radisson Individuals-ი გაიხსნება. თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობილი სასტუმრო ძველ, თითქმის ფუნქციადაკარგულ კურორტს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის და უწერაში დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. ახალი რადისონი დასახლებული ზონიდან განცალკევებით, სოფლიდან იზოლირებულად, შედარებით სწორი რელიეფის ტერიტორიაზე დგას, რომლის ფართობიც 5 ჰექტარია. შენობიდან კავკასიონის განსაკუთრებული ხედები იშლება რომელიც ჩვენი გუნდისთვის განახლებული შენობის იერსახის...

Read more

თანამედროვე ექსტერიერისა და ორიგინალური ინტერიერის მქონე შენობა ჩილეში

#20რჩეულიპროექტის რუბრიკის ფარგლებში ცოტა ხნის წინ ორ შენობას შორის, ცაში არსებულ აუზზე „Sky Pool“ გიამბეთ. ახლა კი, გვსურს, 2021 წელს ჩილეში, კერძოდ კი, კონცეფსიონში, არქიტექტურული სტუდია Pezo von Ellrichshausen-ის მიერ შექმნილ INES-ის ინოვაციურ ცენტრზე მოგიყვეთ. ეს არის შენობა, რომლის ექსტერიერი და ინტერიერი სრულიად განსხვავდება - ყველასთვის მოულოდნელია, თუ როგორი საინტერესო და თამამი ინტერიერი იმალება ერთი შეხედვით ჩვეულებრივი,...

Read more

განახლებული საკურორტო ზონები – ნაწილი 3: წყალტუბოს საინვესტიციო პოტენციალი

სტატიების სერიაში „განახლებული საკურორტო ზონები“ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბახმაროსა და აბასთუმნის განვითარების სტრატეგიებსა და მიზნებზე. ახლა კი, სერიის დასკვნით, მესამე ნაწილში საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტზე, წყალტუბოზე უნდა გიამბოთ. წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიური ქალაქის ისტორია 1953 წლიდან იწყება. წლების წინ ცხრამეტი სასტუმროს კომპლექსი, რომელიც 80 ჰექტარზე ნაწილდებოდა, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სპა ქალაქს ქმნიდა. 2021 წელს შემუშავდა...

Read more

Sky Pool – ცაში ცურვის სრულიად ახალი გამოცდილება

#20რჩეულიპროექტის რუბრიკის ფარგლებში მიმოვიხილავთ მსოფლიოში ცნობილ არქიტექტურულ ნამუშევრებს, რომლებიც ორიგინალური სტრუქტურული გადაწყვეტებით ხასიათდებიან. წინა სტატიაში ჩიკაგოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან შენობაზე, ჰენკოკის ცენტრზე გიამბეთ. ახლა კი ვაგრძელებთ ამ სერიას და ამჯერად მსოფლიოში პირველ, ცაში მყოფ გამჭვირვალე აუზზე უნდა გიამბოთ, რომელიც 2021 წელს ლონდონში შეიქმნა. 35 მეტრის სიმაღლეზე არსებული აუზი არქიტექტურული სტუდიის „HAL“ მიერაა შექმნილი და ის ორ...

Read more

ბრენდირებული სასტუმროები ქალაქის ისტორიულ შენობებში

#სასტუმროების რუბრიკაში ბრენდირებული სასტუმროების ირგვლივ უკვე არაერთი თემა მიმოვიხილეთ; მათ შორის, ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ ხდება სასტუმროსთვის ადგილის შერჩევა წინასწარი კვლევის საფუძველზე. ზოგიერთი ფრენჩაიზ კომპანია უკვე არსებული შენობების ათვისებას, ახალი შენობის აშენებას ამჯობინებს ხოლმე; თუმცა, არსებობენ ისეთი ბრენდებიც, რომლებიც უპირატესობას ქალაქის ისტორიულ ან ცენტრალურ უბნებში არსებულ ძველ შენობებს ანიჭებენ. ქვემოთ სწორედ ასეთ სასტუმროებზე უნდა გიამბოთ....

Read more

განახლებული საკურორტო ზონები – ნაწილი 2: ბახმაროს განვითარების გეგმა

საქართველოს ბუნება კურორტული ზონებით საკმაოდ მდიდარია. თუმცა, მათგან ბევრია ისეთი ადგილი, რომლებიც თავიანთ პოტენციალს ბოლომდე ვერ იყენებენ. ხშირად კი, სწორედ მსგავსი ზონები ხდება უძრავი ქონების დეველოპერებისთვის ინტერესის საგანი, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, მათ ეძლევათ შანსი, სხვადასხვა ტიპის კომერციული პროექტით აითვისონ მსგავსი ტერიტორიები. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ კურორტული ზონების გენერალური გეგმის მიმოხილვის სერიას და თუკი წინა სტატიაში დაბა...

Read more

ჰენკოკის ცენტრი – ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი ჩიკაგოს არქიტექტურაში

მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ნიუ-იორკს მიღმა - ასე უწოდებდნენ 1970 წელს აშენებულ ჯონ ჰენკოკის ცენტრს, რომელიც დღესდღეობით ჩიკაგოს ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ასსართულიანი ჰენკოკის ცენტრის პროექტი კი არქიტექტორ ბრიუს გრეემსა და სტრუქტურულ ინჟინერს, ფაზლურ ხანს ეკუთვნის. რაც შეეხება მის კონცეფციას, შეიძლება ითქვას, რომ ჰენკოკის ცენტრი მსოფლიოში პირველი შერეული დანიშნულების მაღალსართულიანი შენობა იყო, რომელიც მოიცავდა: ოფისებს,...

Read more

განახლებული საკურორტო ზონები – ნაწილი 1: როგორია დაბა აბასთუმნის განვითარების გეგმა?

საქართველოს გამორჩეული კურორტები არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ახალი გენერალური გეგმით სარგებლობენ. ამ საკითხმა ჩვენი ყურადღება მიიპყრო და გადავწყვიტეთ, ამ თემის ირგვლივ სტატიების ერთგვარი სერია გაგვეკეთებინა. თხრობას ერთ-ერთი უძველესი კურორტით, აბასთუმნით ვიწყებთ. აბასთუმანი დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული კურორტია, რომლის ისტორიაც შუა საუკუნეებიდან იწყება. მან განვითარების საკმაოდ გრძელი გზა განვლო, თუმცა კი, ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები,...

Read more

აკუსტიკური სამუშაოები პროექტირების პროცესში

ფუნქციიდან გამომდინარე, კონკრეტული შენობა კონკრეტულ აკუსტიკურ მახასიათებლებს საჭიროებს. როგორც წესი, აკუსტიკური სამუშაოები ყველაზე მეტად იმ კომერციულ სივრცეებს სჭირდებათ, რომლებიც ან ხმაურიან გარემოში მდებარეობენ, ან შიდა ხმაურის მაღალი რისკებით ხასიათდებიან. პროექტის ამ კომპონენტს ჩვენ, როგორც საპროექტო კომპანია, ყოველთვის ვითვალისწინებთ, რაშიც ჩვენი პარტნიორი კომპანია Akustiko გვეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია Ibis Kutaisi, რომლის პროექტირების სრულ პროცესზე ჩვენმა გუნდმა...

Read more

სასტუმროს რომელი ბრენდები შენდება აღმოსავლეთ ევროპაში?

ცოტა ხნის წინ უკვე გიამბეთ იმაზე, თუ როგორია ზოგადად ბრენდირებული სასტუმროების ბაზრის დინამიკა ევროპაში. ევროპის 22 ქვეყანაში ჯამურად 146,616 სასტუმროა, საიდანაც საერთაშორისო ფრენჩაიზების მიერ ბრენდირებულია 13%, ანუ 18575 სასტუმრო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოშიც ხშირია ბრენდები, რომლებიც ევროპაში მრავლად გვხვდება. სწორედ ამიტომ, საინტერესო იქნებოდა, აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის სასტუმროების ბაზარზე გვესაუბრა, რომლებიც ქართული ბაზრის მსგავსი...

Read more

სახანძრო უსაფრთხოება მაღალსართულიან შენობებში

სახანძრო უსაფრთხოება ნებისმიერი შენობისთვის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს და მის ყველა დეტალს ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების“ ერთობლიობა, იგივე 41-ე დადგენილება არეგულირებს. ამავე დადგენილების ფარგლებში შენობები სამ ჯგუფად იყოფა. ამ დაყოფას კი სახანძრო მანქანის ყველაზე დაბალი მისადგომი დონიდან  ბოლო სართულის იატაკამდე არსებული მანძილი განსაზღვრავს; პირობითად ესენია: სტანდარტული შენობები 23 მეტრამდე, 23 მეტრზე მაღალი, იგივე მაღლივი და...

Read more

პომპიდუს ცენტრი – 70-იან წლებში ნათქვამი ახალი არქიტექტურული სიტყვა

1969 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ჟორჟ პომპიდუმ გამოთქვა სურვილი, პარიზში აშენებულიყო კულტურული ცენტრი, რომელიც ბევრ მნახველს მოიზიდავდა. ფრანგი ხალხის გასაკვირად, პრეზიდენტმა კონკურსის მეშვეობით იმ დროისთვის ორი უცნობი არქიტექტორი რენცო პიანო და რიჩარდ როჯერსი შეარჩია. მათ კონკურსზე მაღალტექნოლოგიური პროექტი წარადგინეს, რომელიც სრულიად თანამედროვე არქიტექტურას მოიცავდა და, შეიძლება ითქვას, იმდროინდელ საზოგადოებას მსგავსი არაფერი ჰქონდა მანამდე ნანახი. შენობის დიზაინის...

Read more

რა უნდა გავითვალისწინოთ სასტუმროს სამზარეულოს პროექტირებისას ?

სამზარეულო და საკვები სივრცე სასტუმროების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, სასტუმროს პროექტირებისას დიდი ყურადღება ექცევა იმას, თუ როგორ მოეწყობა სამზარეულო და რა იქნება კვების კონცეფცია. ზოგადად, სასტუმროს კვების კონცეფციაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ახდენს გავლენას, ესენია: შენობის ზომა; ფუნქციურად დატვირთული სივრცეების რაოდენობა; შენობის ლოკაცია და მისი მდებარეობა; რეგიონალური და კულტურული გავლენა; ვიზიტორების მიერ სივრცის ათვისების/გამოყენების...

Read more

რა არის აპარტოტელი და რატომ ირჩევენ მას დეველოპერები?

აპარტოტელი სასტუმროს ერთ-ერთი ტიპია, რომელიც სრულად კეთილმოწყობილ და აღჭურვილ აპარტამენტებს აერთიანებს. ისინი ხშირად საცხოვრებლად გამოიყენება და გრძელვადიანი ვადით გაქირავებისთვისაა განკუთვნილი. ღირებულების მიხედვით, შესაძლოა, აპარტამენტებს ისევე ემსახურებოდეს სასტუმროს პერსონალი, როგორც ეს ჩვეულებრივ სასტუმროს ოთახებში ხდება. მაშინ რით განსხვავდება აპარტამენტი სასტუმროს ოთახისგან? აპარტოტელი გვთავაზობს საკუთარ სამზარეულოს, მეტ სივრცეს და უფრო კეთილმოწყობილ საცხოვრებელ გარემოს, ვიდრე სტანდარტული სასტუმრო. აპარტოტელის...

Read more

ინოვაციური ფასადის მქონე შენობა იაპონიაში – Toyo Ito & Associates-ის ნამუშევარი

2004 წელს იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ უბნად განთქმულ ომოტესანდოში Toyo Ito & Associates-მა ფეხსაცმლისა და ჩანთების იტალიური ბრენდისთვის Tod’s ყველასთვის აღმაფრთოვანებელი შენობა ააგო. ომოტესანდოში ძვირადღირებული ბრენდების ძვირფასი შენობების ფონზე Toyo Ito-მ გაბედული ნაბიჯი გადადგა და მთავარ მასალად ბეტონი და მინა აირჩია. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ტიპური „მინის არქიტექტურა“ და აქ არქიტექტორმა...

Read more

პროექტირების გამოწვევები ისტორიულ უბნებში

#საპროექტორეგულაციების რუბრიკის ფარგლებში უკვე გიამბე იმ სირთულეების შესახებ, რაც არსებული შენობის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებას სდევს თან. ეს სირთულეები კი, ძირითადად, მოიცავს: კოეფიციენტების შეზღუდვას, დაშენების/მიშენების საფრთხეებს, შენობის ადაპტირებასა და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. საქმე კიდევ უფრო რთულდება, როცა ისტორიული უბნის რომელიმე უკვე არსებულ შენობაში გვსურს პროექტის განხორციელება, მაგალითად, ძველ თბილისში. თუმცა, მიუხედავად საკმაო სირთულეებისა, ძველ თბილისში პროექტის...

Read more

როგორ უნდა განვითარდეს სასტუმროს პროექტი? 

ხშრად სასტუმროს დეველოპერები პროექტის გააზრებას მხოლოდ არქიტექტორთან ერთად იწყებენ, რამაც პროექტი, შესაძლოა, არასწორი გზით განავითაროს. ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობ: დეველოპერს სურს, ააშენოს ბრენდირებული ან არაბრენდირებული სასტუმრო. მას დაახლოებით წარმოუდგენია შენობის მოცულობა, ნომრების რაოდენობა, მისი ფუნქციური მახასიათებლები და ა.შ. შესაძლოა, დეველოპერს გამოცდილი არქიტექტორი უწევდეს კონსულტაციას, რომელმაც დამკვეთის მოთხოვნებიდან და პროექტის ლოკაციიდან გამომდინარე, დეველოპერს, შეიძლება, კონკრეტული ბრენდიც...

Read more

Scoonchip – მცურავი სახლებისგან შექმნილი მინი ქალაქი

დაახლოებით 12 წლის წინ არქიტექტურულმა კომპანია Space&Matter-მა ამსტერდამში, იოჰან ვან ჰასელტის არხზე პატარა ქალაქი ააგო. შეიძლება ითქვას, რომ კომპანიამ ფრონტმუმ მარჯან დე ბლოკის ოცნება აასრულა, რომელსაც სურდა, რომ ენერგეტიკულად დამოუკიდებელ სახლში ეცხოვრა და გარშემო საყვარელი ადამიანები ჰყოლოდა. პროექტმა 46 საცხოვრებელი სახლი გააერთიანა. ეს სახლები 30 წყლის ნაკვეთზეა განთავსებული და ჯამურად აქ 100-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობს. აღსანიშნავია,...

Read more

როგორია ბრენდირებული სასტუმროების ბაზრის დინამიკა ევროპაში?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპულ ბაზარზე ბრენდირებული სასტუმროების პოპულარობა მკვეთრად იზრდება. დღესდღეობით ფრენჩაიზებს ევროპული ბაზრის სასტუმროების 40% აქვთ ათვისებული მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10-15%-ს შეადგენდა. ამერიკაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბრენდირებული სასტუმროების წილი ბაზარზე უცვლელია და ის 70%-ს შეადგენს. რატომ განსხვავდებიან ევროპული და ამერიკული ბაზრების მაჩვენებლები? აშშ-სგან განსხვავებით, ევროპა დამოუკიდებელი ქვეყნების ნაკრებია, სადაც სასტუმროს ოპერატორებს, ქვეყნების მიხედვით, სხვადასხვა რეგულაციის...

Read more

რა ეტაპებს მოიცავს პროექტის ბრენდთან შეთანხმება ?

#სასტუმროების რუბრიკის ფარგლებში უკვე გიამბეთ ფრენჩაიზინგის თანამშრომლობის სპეციფიკისა და ქვე-ბრენდების კლასიფიკაციის შესახებ. ზოგადად, ფრენჩაიზთან ურთიერთობა სხვადასხვანაირ შეთანხმებას მოიცავს და მათგან ერთ-ერთი ტიპი პროექტირების განვითარების ეტაპების შეთანხმებაა. ეს პროცესი რამდენიმე ფაზად იყოფა და, თავის მხრივ, შესრულებული სამუშაოს პროცენტულობასაც ასახავს. მაგალითად, ხშირია ოთხფაზიანი შეთანხმება, რომელიც 0%-25%-50%-100%-იან ეტაპებს მოიცავს. I ფაზა: - შენობის კონცეფცია (ე.ი 0%): პირველ ეტაპზე პროექტის კონცეფტუალური...

Read more

არსებული შენობის კომერციული მიზნებისთვის გამოყენების სირთულეები

კომერციული მიზნებისთვის დეველოპერები ხშირად უკვე არსებულ შენობაში ინვესტირებას ანიჭებენ უპირატესობას. არსებულის შენარჩუნება, ერთი შეხედვით, მართლაც უკეთესად ჟღერს, ვიდრე დემონტაჟი და ახლის აშენება, მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად სწორედ ეს არის ცუდი არჩევანი. უკვე არსებულ შენობას მაინც აქვს რამდენიმე დადებითი მხარე: მშენებლობის თანხის დაზოგვა - ლოგიკურია, რომ არსებული შენობის გადაკეთება გაცილებით ნაკლებ დანახარჯთან არის დაკავშირებული, ვიდრე ახლის...

Read more

ალვარო სიზა ვიეირა

ჩვენი ახალი რუბრიკის, „20 რჩეული პროექტის“ ფარგლებში გიამბობთ ალვარო სიზა ვიეირას მიერ შექმნილ პავილიონზე პორტუგალიაში, რომელსაც დღეს ინჟინერიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავ მიღწევად მოიხსენიებენ.  იგი 1998 წელს „ლისაბონის მსოფლიო ექსპოზიციისთვის“ აშენდა და დროთა განმავლობაში მართლაც მოირგო ფესტივალის ცენტრისა და მასპინძელი ქვეყნის ეროვნული პავილიონის როლი. Expo’98-ის კონცეფცია პორტუგალიისა და ოკეანეებს შორის ურთიერთკავშირს ეხებოდა. ეს არის შენობა, რომელმაც...

Read more

როგორი კლასიფიკაციით იყოფიან სასტუმროების ფრენჩიზები და მათი ბრენდები?

დღესდღეობით, სასტუროს დეველოპერებისთვის ფრენჩაიზინგის მოდელი ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რადგან თანამშრომლობის ამ ფორმით დეველოპერი და ფლაგმანი ბრენდის მიმწოდებელი ფრენჩაიზ კომპანიაც დიდ სარგებელს იღებს. ფრენჩაიზინგის შეთანხმებით განსაზღვრული დროის განმავლობაში კონკრეტულ ობიექტს ეძლევა უფლება, გამოიყენოს მშობელი კომპანიის ბრენდი და ბიზნესმოდელი.  მაგალითად, IHG არის ფრენჩაიზ კომპანია, რომელიც ფრენჩაიზს გასცემს მის ერთ-ერთი ბრენდზე - Holiday Inn-ზე. ეს არის ბიზნესის...

Read more

ENSAMBLE STUDIO

Ensamble Studio-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი არქიტექტურას ახასიათებს, როგორც უპირველეს მოთხოვნილებას, რომელიც მატერიალიზებს კულტურასა და დროს. იგი გამოხატავს ადამიანის სულს და სურვილებს, რომელიც აერთიანებს ამ ყველაფერს სივრცულ მდგომარეობაში. Antón García-Abril-ისათვის არქიტექტურა ერთგვარი პოეტური და უპირობო საშუალებაა, რომელსაც შეუძლია ღრმა გავლენა მოახდინოს ადამიანის ცნობიერებასა და გარემოზე. Hemeroscopium House- სახელწოდების კონცეპტუალური შინაარსი შეიძლება შემდეგნაირად განვმარტოთ: ბერძენისთვის ჰემეროსკოპიუმი არის ადგილი,...

Read more

პარკინგის რეგულაციები პროექტირებისას

დღესდღეობით მოძრაობის მთავარ საშუალებად ავტომობილი მოიაზრება, სწორედ ამიტომ, მოწესრიგებული მოძრაობისა და მძღოლების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყველა ტიპის საცხოვრებელი შენობა და, საჭიროებისამებრ, კომერციული ფართი შესაბამისი რაოდენობის საპარკინგე ადგილით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ავტოსადგომების ტიპები თითქმის ყველა ქვეყანაში ერთნაირად მრავალფეროვანია, თუმცა, პარკინგის სივრცის მოწყობის რეგულაციები - განსხვავებული.   საინტერესოა, როგორ რეგულირდება პარკირების ზონის მოცულობა პროექტირებისას თბილისში? პირველ რიგში, ავტოსადგომების...

Read more

რიჩარდ როჯერსი

დღეს, ჩვენი ახალი რუბრიკის "20 რჩეული პროექტი"-ს ფარგლებში, ვისაუბრებთ პრიცკერის პრიზის ლაურეანტ არქიტექტორზე - რიჩარდ როჯერსსა და მის საბოლოო პროექტზე. გალერეა, რომელიც მდებარეობს საფრანგეთში, არქიტექტორის კარიერაში დასკვნით პროექტს წარმოადგენს. პროექტი გამოირჩევა მისი ინდივიდუალური ფორმითა და შესრულების მანერით. ერთის მხრივ მარტივი ჩანაფიქრი, რომელიც განპირობებულია 120 კვ.მ. საგამოფენო სივრცით, კონსტრუქციული და არქიტექტურული თვალსაზრისით განსაკუთრებულად საინტერესოა. არქიტექტურა როჯერსმა...

Read more

რკინაბეტონისა და კონსტრუქციული ლითონის განმასხვავებელი ფაქტორები

ბეტონი და ლითონი - ორი მასალა, რომელიც თავისი თვისებებისა და მახასიათებლებიდან გამომდინარე, ყველაზე მოთხოვნადია სამშენებლო ბაზარზე. ისინი ისეთი მახასიათებლებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორებიცაა: ღირებულება, ცეცხლმედეგობა, მასალის გეომეტრიული მოქნილობა და ა.შ. ეს ყველაფერი კი გავლენას ახდენს, როგორც ტექნიკურ გადაწყვეტებზე, ისე პროექტის ვიზუალურ მხარეზე. ამ სტატიით, გამოვყავით რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომ განვიხილოთ მათ შორის სხვაობები, დადებითი და უარყოფითი...

Read more

რა არის მნიშვნელოვანი დახურული საცურაო აუზის პროექტირებისას?

სასტუმროებში განთავსებული შიდა საცურაო აუზი ყოველთვის ზრდის შენობის ღირებულებას და ხშირად, ზამთრის ცივ დღეებში, სწორედ აუზი არის ხოლმე დამსვენებლების რაოდენობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. ამ ტიპის საცურაო სივრცის პროექტირებისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი წყლის აორთქლებით გამოყოფილი, დიდი ოდენობით ქლორი და მარილია. პროექტირების საწყის ეტაპზევე, ამ საკითხის არ გათვალისწინებამ და საინჟინრო ნაწილში დაშვებულმა შეცდომამ, შესაძლოა დააზიანოს შენობის შიდა...

Read more

სახლი ძველ თბილისში – აღდგენა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, teamtwo-ს კონსტრუქტორების გუნდის მიერ შესრულებულ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარეობს. კომპანია ICOMOS საქართველოსთან თანამშრომლობით, დაიგეგმა მეფე სოლომოს ბრძენის ქუჩაზე, 33 ნომერში არსებული სახლის რეაბილიტაცია. კონსერვაციის მეთოდების და პრინციპების დაცვით, შესრულდა კონსტრუქციული პროექტი, რომლის მთავარი მიზანიც იყო, არქიტექტურული და საინჟინრო ავთენტურობის შენარჩუნება. შენობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, პირველ რიგში, საჭირო იყო...

Read more

როგორ შევარჩიოთ სწორი სავენტილაციო სისტემა?

როგორ შევარჩიოთ სწორი სავენტილაციო სისტემა? უძრავი ქონების დეველოპერებისთვის, შენობის გათბობისა და ვენტილაციის სისტემების შერჩევა ყოველთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროექტირების ადრეულ ეტაპზევე, არქიტექტორთან ერთად საინჟინრო ჯგუფის ჩართვით, მიღებული სწორი გადაწყვეტილება ყოველთვის დადებითად აისახება პროექტის განვითარებაზე და შემდგომ, შენობის ექსპლუატაციაზე. დღეს ვისაუბრებთ კომერციული შენობებისთვის რეკომენდირებულ სავენტილაციო სისტემაზე - რეკუპერატორზე. მისი მეშვეობით შესაძლებელია, შენობის გათბობის და ვენტილაციის წლიური დანახარჯის...

Read more

რა ეტაპების გავლაა საჭირო მერიაში მშენებლობის ნებართვის მისაღებად?

თუ ფლობთ მიწის ნაკვეთს და გეგმავთ პროექტის განხორციელებას, აუცილებლად მოგიწევთ ადგილობრივ მუციპალიტეტთან კომუნიკაცია. ეს პროცესი ბევრისთვის გაურკვევლი და რთული გზაა, რადგან სასურველი შედეგის მისაღებად, ისეთი დეტალებია გასათვალისწინებელი, როგორიც არის ტერიტორიის ზონის და მიწის ფუნქციური დანიშნულების თანხვედრა, შენობის გაბარიტული მონაცემები და სხვა. რეგულაციების დაცვის გარეშე კი ნებართვა არ გაიცემა. ამიტომ, ჩვენ შევქმენით ერთგვარი „სახელმძღვანელო“ - პროექტი მერიაში,...

Read more

როგორ ზოგავს BIM პროექტირების ვადებს?

თანამედროვე არქიტექტურის, ინჟინერიისა და მშენებლობის (AEC) ინდუსტრია, მონაცემთა ბაზაზე ორიენტირებული ხდება. ამერიკულმა ანალიტიკურმა კომპანიამ, კვლევის თანახმად აჩვენა, რომ ამ პროცესის ამომავალი წერტილი შენობის ინფორმაციული მოდელირება, ანუ იგივე BIM (Building Information Modeling) მიდგომაა. როგორც ყველა თანამედროვე სიახლისა თუ ინიციატივის განხილვისას, აქაც ჩნდება ისეთი მარტივი კითხვები, როგორიცაა: როგორ მუშაობს BIM მიდგომა პრაქტიკაში? რატომ ჭირდება არქიტექტორს და ინჟინერს...

Read more

როგორ გავხადოთ შენობის სახურავი დამსვენებლის საყვარელი ადგილი?

ჩვენი გუნდის, წინა კვირის სტატიამ - „რა უნდა გაითვალისწინოთ სახურავზე აუზის განთავსებისას.“ - დიდი ინტერესი გამოიწვია მკითხველში. დღეს, გვინდა ეს თემა უფრო გავშალოთ და ვისაუბროთ რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტზე, რომელიც ე.წ. Rooftop Terrace-ის მოწყობაში დაგეხმარებათ. ტერასის გამწვანება: გადატვირთულ და ურბანულად მჭიდრო ადგილებში, გამწვანებული ტერასა, სტუმრებს კარგად დასვენების შესაძლებლობას მისცემს. სიმწვანე დადებითად აისახება დამსვენებლის ხასიათზე. მყუდრო კუთხის...

Read more

აუზი სახურავზე – რისი გათვალისწინებაა საჭირო პროექტირებისას?

სტანდარტული, მიწაში ჩაშენებული აუზისგან განსხვავებით, ე.წ „Roof Top“ აუზის პროექტირებისას, სტრუქტურული ინჟინრები ითვალისწინებენ, რომ აუზის სახურავზე განთავსება დიდ გავლენას მოახდენს მის მომიჯნავე სტრუქტურულელ ემენტებზე. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია წყლის სიმძიმე. თვალსაჩინოებისთვის, სტანდარტული ზომის აუზის (სიგრზე: 25მ; სიგანე: 12მ; სიღრმე: 3მ) წყლის მოცულობითი წონა 900 ტ-ზე მეტია. მსგავსი სიმძიმის, მიწაზე განთავსება საკმაოდ მარტივია, თუმცა საჭიროა, მიწის შემადგენლობის...

Read more

შენობის გამოცდა – როგორ იქმნება კონსტრუქციული პროექტი.

როგორც წესი ნაგებობაში, კონსტრუქციების ფიზიკური წილი უფრო მეტია, ვიდრე – არქიტექტურული ელემენტების. კონსტრუქციული ნაწილის პროექტირებისას, კონსტრუქტორებს სხვადასხვა მანიპულაციების ჩატარება უწევთ იმისათვის, რომ განსაზღვრონ თუ რა ტიპის დატვირთვა მოდის შენობის სტრუქტურების მედეგობაზე და მათ სიმტკიცეზე. პირველ რიგში, იგება შენობის ვირტუალური (ანალიტიკური) მოდელი და კონსტრუქციული სქემა, სადაც დატანილია ყველა საჭირო ელემენტი (საძირკველი, სვეტები, გადახურვები). ანალიტიკურ პროგრამაში, აღწერილია...

Read more

როგორ შეცვალა სივრცითი გეგმარება პანდემიამ?

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, კიდევ ერთხელ გაგვააზრებინა თუ, რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი სივრცეების არსებობა, სადაც დაბალანსებულია უსაფრთხოება და კომფორტი. დღეს ვისაუბრებთ თანამედროვე გეგმარების მაგალითებზე, სადაც ვირუსის გავრცელების გზები მინიმუმამდეა შემცირებული. საზოგადოებრივი სივრცე პანდემიის პირობებში - პარკი თეთრი საღებავით, ბალახზე მოხაზული 30 წრე და დომინოს პარკში (ნიუ-იორკი, ბრუკლინი) მოწყობილი საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც ხელს უწყობს სოციალური დისტანციის დაცვას. პარკის...

Read more

“GRMS” სისტემა – როგორ მცირდება სასტუმროს ხარჯი და იზრდება დამსვენებლის კომფორტი?

დღეს ვისაუბრებთ სასტუმროს „ჭკვიან” ნომრებზე, იგივე „სასტუმროს ნომრის მართვის სისტემაზე“ (GRMS – Guestroom Management System). ამ ინოვაციური მიდგომით, სასტუმროს ნომერში, ერთის მხრივ, დამსვენებლისათვის სრული კომფორტის შექმნაა შესაძლებელი. ხოლო, მეორეს მხრივ, სასტუმროს დანახარჯების ოპტიმიზაციაა შესაძლებელი. სისტემის მეშვეობით, ოთახის განათების და ტემპერატურის, აუდიო სისტემის, ფარდების/ჟალუზების და ყველა იმ ელექტრო მოწყობილობის მართვაა შესაძლებელი, რომელიც დამსვენებელს სასურველ გარემოს უქმნის....

Read more

შშმ პირებზე ადაპტირებული შენობის რეგულაციები და საერთაშორისო სტანდარტები.

შენობა მორგებული უნდა იყოს ყველა ტიპის ადამიანზე. 2021 წლის გაზაფხულზე, დამტკიცდა მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი, რომელიც განაპირობებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის კომფორტულ გადაადგილებას და ეხება ნებისმიერი ტიპის შენობას, იქნება ეს ახალი მშენებლობა, თუ უკვე არსებულის რეკონსტრუქცია. დღევანდელ სტატიაში გამოვყოფთ რამდენიმე საკითხს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია მშენებლობის ნებართვის მისაღებად.   პანდუსი უნივერსალური სტანდარტის მიხედვით, ეტლით მოსარგებლისათვის, პანდუსის დახრა უნდა...

Read more

ნაკვეთის ზონა და კოეფიციენტები – ის, რაც უნდა გაითვალისწინოთ პროექტის დაწყებამდე.

როდესაც, ფლობთ მიწის ნაკვეთს და გსურთ რაიმეს აშენება, პირველი ნაბიჯი, ტერიტორიის ზონისა და მისი რეგულაციების შესახებ, ინფომრაციის მოპოვებაა. ქალაქის ზონირებას განსაზღვრავს ქალაქის გენერალური გეგმა (გენ-გეგმა), რომლის საშუალებითაც დგინდება ფუნქციური ზონები. თითოეული ზონა აერთიანებს კონკრეტულ ქვეზონებს. გენ-გეგმით განსაზღვრული ზონებია: საცხოვრებელი, საზოგადოებრივ-საქმიანი, სატრანსპორტო, სარეკრეაციო და ა.შ. მაგალითისთვის განვიხილოთ საცხოვრებელი ზონა, რომელიც არეგულირებს, ქალაქის ტერიტორიაზე, საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ზომებსა...

Read more

Revit – პროექტირების ეფექტური გზა, რომელიც ზოგავს დამკვეთის დროს.

იმისათვის, რომ დამკვეთმა მოკლე დროში მოამზადოს შენობის პროექტი და სწრაფად მიიღოს მშნებლობის ნებართვა, საჭიროა შეარჩიოს ისეთი საპროექტო ჯგუფი, რომელიც ტექნიკური ცოდნით და გამოცდილებით უპასუხებს ამ გამოწვევას. სწორედ ასეთ გამოწვევებზეა ორიენტირებული, არქიტექტურულ-საინჟინრო კომპანია teamtwo, რისთვისაც ჩვენ ვიყენებთ BIM მეთოდოლოგიას და პროექტირებისას ვმუშაობთ Revit-ში. BIM (Building Information Modeling) არის პროექტირების მეთოდი, როდესაც არქიტექტორი, კონსტრუქტორი და ინჟინერი, შენობის...

Read more

საინჟინრო კომუნიკაციების როლი არქიტექტურაში

MEP ინჟინერია (საინჟინრო კომუნიკაციები), შენობა-ნაგებობის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. პროექტის სრულფასოვანი განვითარებისათვის, არქიტექტორთან და კონსტრუქტორთან ერთად, საინჟინრო კომუნიკაციების სპეციალისტის ჩართულობა აუცილებელია. პროექტირების პირველი ეტაპი, კონცეფციის ჩამოყალიბებაა, რომლის გარშემოც ვითარდება შენობის არქიტექტურული ფორმა. ინჟინერს ევალება, შეისწავლოს პირველ ეტაპზე შექმნილი მოცულობა და დაადგინოს, თუ რამდენად შეესაბამება იგი საინჟნრო დისციპლინაში ჩასატარებელ სამუშაოებს. პროექტირების პირველ ეტაპზე, MEP სპეციალისტის არ გათვალისწინება,...

Read more

სტრუქტურული ინჟინერიის მნიშვნელობა არქიტექტურაში

როგორც წესი ნაგებობაში, კონსტრუქციების ფიზიკური წილი უფრო მეტია, ვიდრე - არქიტექტურული ელემენტების. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არქიტექტურა კონსტრუქციული გადაწყვეტილებების გარეშე, ფიზიკურად ვერ იარსებებს. კონსტრუქტორების, იგივე სტრუქტურული ინჟინრების როლია, უსაფრთხოების ნორმებისა და გარემო პირობების გათვალისწინებით, უზრუნველყონ შენობის სიმყარე და მედეგობა. არქიტექტორებისა და სტრუქტურული ინჟინერების კოლაბორაცია, პროექტირების საწყის ეტაპზევე, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. როდესაც ამ ორი პროფესიის ადამიანი,...

Read more

პროექტი მერიაში – მშენებლობის ნებართვა (ნაწილი III)

ჩვენი ყოველკვირეული სტატიების ფორმატში, ვაგრძელებთ სამნაწილიან სერიას - „პროექტი მერიაში“,  ანუ - რა ეტაპებს გავლაა საჭირო, მშენებლობის ნებართვის მისაღებად. წინა ორ სტატიაში განვიხილეთ, თუ როგორ ხდება ე.წ. გაპ-ის მიღება და არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. დღეს, ვისაუბრებთ მესამე, დასკვნით ეტაპზე, რომელიც მოიცავს მშენებლობის ნებართვის მიღებას. იმისათვის, რომ მესამე ეტაპი გაიაროთ და აიღოთ მშნებლობის ნებართვა, საჭიროა იხელმძღვანელოთ გარკვეული...

Read more

პროექტი მერიაში – პროექტის შეთანხმება (ნაწილი II)

ჩვენი გუნდი აგრძელებს სტატიების სერიას, რომლითაც გაიგებთ, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო მერიაში მშენებლობის ნებართვის მისაღებად. „გაპი“-ს მოპოვების შემდეგი ეტაპია - „არქიტექტურული პროექტის შეთანხმება“. ამ ეტაპზე წარსადგენი დოკუმენტაცია და ნახაზები უნდა ასახავდეს შენობა-ნაგებობას და მის საბოლოო იერსახეს. პროექტის კლასობრივი სტატუსიდან გამომდინარე, განისაზღვრება წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი და კომენტარების მიღების ვადებიც, რომლებიც როგორც წესი, 10-დან 20 სამუშაო...

Read more

პროექტი მერიაში – რა არის „გაპი“? (ნაწილი I)

ჩვენი გუნდი წარმოგიდგენთ სტატიების სერიას, რომლითაც გაიგებთ, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო მერიაში მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად. სრული პროცესი, ქვემოთ მოცემული სამი ნაწილისგან შედგება: 1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დოკუმენტი – ე.წ. „გაპი“ - პირობები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია, მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დასაწყებად. 2. პროექტის შეთანხმება - დეტალური არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო პროექტების/ მომიჯნავე დისციპლინების დოკუმენტების...

Read more

ურბანულ სივრცეებში განთავსებული საზოგადოებრივი პარკები

დღევანდელ სტატიაში, განვიხილავთ რა არის საჭირო საზოგადოებრივი პარკის სწორად დაგეგმარებისათვის. კარგად დაპროექტებულ გარემოში ბუნება ინტეგრირდება არსებულ მოთხოვნილებებთან ისე, რომ ესთეტიური და ფუნქციური მხარეები თანხვედრაში მოდიან. ამისათვის საკმაოდ ბევრი დეტალია გასათვალისიწინებელი, თუმცა ვეცდებით გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი: სოციალური გარემო; ქალაქთან ბმა; აქტივობის ხარისხი; კომფორტი და ესთეტიური იერსახე.  თანამედროვე გეგმარება უარს ამბობს ძველ გამოცდილებაზე, რენესანსულ თუ ბაროკოს...

Read more

უბნის ავტოფარეხი VS Self-Storage სათავსო

თვითმომსახურებადი სათავსო (ინგ. Self-Storage) დაცულ ტერიტორიაზე მოწყობილი შემნახველი სივრცეა, სადაც გარკვეული დროით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეძლებთ პირადი ნივთების განთავსებას. ამ გზით სახლსა თუ ოფისში ადგილის დაზოგვა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. “Self-Service Storage” შენახვის პირობები მაქსიმალურად მორგებულია დამქირავებელზე. მაგალითად, მომხმარებელს 24 საათიანი წვდომა აქვს სათავსოსთან, როგორც ფეხით ასევე ავტომანქანით. დსამატებით, შესაძლებელია შემნახველი სივრცის ტემპერატურის რეგულირება,...

Read more

მცენარეები შენობაზე, ანუ – მწვანე გადახურვა

მწვანე სახურავი (ინგლ. Green Roof) შენობის გადახურვის გამწვანების მეთოდია. ნაგებობის სახურავზე მონტაჟდება მცენარეებისგან დაფარული მიწის ფენა, რომელიც მოთავსებულია წყალგაუმტარ სისტემაში. მისი დამონტაჟება შესაძლებელია ბრტყელ ან ოდნავ დახრილ სახურავზე. ენერგოეფექტური სარგებელი მწვანე სახურავების პოპულარობა, არამხოლოდ მისმა ესთეტიურმა მხარემ, არამედ დადებითმა ფუნქციამაც განაპირობა, რაც გამოწვეულია ენერგოეფექტური სარგებლით. სტანდარტული გადახურვისგან განსხვავებით, მწვანე სახურავში არსებული სადრენაჟე სისტემა საიზოლაციო ფენას...

Read more

მშენებლობა დატკეპნილი გრუნტით

დღეს ვისაუბრებთ დატკეპნილი გრუნტის ტექნიკაზე (ინგ. Rammed Earth), რაც მართალია არ წარმოადგენს ახალ სიტყვას სამშენებლო სფეროში, თუმცა მისი დადებითი მხარეებიდან გამომდინარე, ბევრი დეველოპერისთვის საინტერესო ტექნოლოგიად რჩება. მიწა, ცარცი, კირი ან/და მსხვილი ქვიშა ის ნედლეულებია რისი გამოყენებითაც დატკეპნილი გრუნტის მასალა მზადდება და იქმნება შენობის კედლები. გამოყენებული ნიადაგი პროცენტულად უნდა შეადგენდეს 70% ქვიშას და 30% თიხას, რიგ...

Read more

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური (Feasibility) კვლევა

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა არის სამშენებლო ტერიტორიის და მასზე განაშენიანების ანალიზი, მისი საუკეთესოდ გამოყენების დასადგენად. პროექტის მასშტაბიდან და სპეციფიკაციიან გამომდინარე, კვლევის პროცესში შეიძლება ჩართული იყოს პროექტში მონაწილე თითქმის ყველა სპეციალისტი, არქიტექტორი, კონსტრუქტორი, გეოლოგი და ა.შ. რა ინფორმაციას შეიცავს კვლევა? კვლევაში განიხილება პროექტის ყველა ის გარემო ფაქტორი რაც მისი განხორციელების შემდეგ, მის წარმატებული ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. ნაკვეთის /...

Read more

რამდენიმე რჩევა ინტერიერის განათებისთვის

რამდენიმე რჩევა ინტერიერის განათებისთვის პროექტირებისას ერთერთი მნიშვნელოვან ფაქტორს განათების დიზაინის წარმოადგენს, რადგან განათების ოპტიმალური განაწილება საშუალებას გაძლევთ შეამციროთ ან გაზარდოთ სივრცე, შექმნათ მყუდრო ატმოსფერო და შეუქმნათ ადამიანს სასურველი განწყობა.   სივრცის გამოყოფა განათებით სინათლით ზონირებისას მნიშვნელოვანია ავტონომიური განათების წესი - თითოეულ უბანს უნდა ჰქონდეს ოთახის დანარჩენი ნაწილისგან დამოუკიდებლად განათების საშუალება. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია სტუდიოს...

Read more

მოდულარული შენობის ძლიერი და სუსტი მხარეები

მოდულარული მშენებლობის დადებითი და უარყოფითი მხარეები გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს, ყველა სხვა სფეროს მსგავსად სამშენებლო ინდუსტრიაც დიდი გამოწვევების წინაშეა. სამშენებლო მასალები ძვირდება და მშენებლობის ხარჯი იზრდება. სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები   გამოსავალს ხშირად მოდულარული კონსტრუქციებით  მშენებლობაში  ხედავენ. მოდულარული კონსტრუქცია და შენობა მოდულარული კონსტრუქცია არის შენობის ცალკეული ნაწილი, იგივე მოდული (მაგ. საძინებელი ოთახი, სველი წერტილი და ა.შ.),...

Read more

ბრენდირებული სასტუმროები და მათი უპირატესობები

ბრენდირებული სასტუმროები და მათი უპირატესობები საქართველოს ბაზრისთვის სიახლე არ არის ისეთი საერთაშორისო ბრენდირებული სასტუმოები როგორიცაა Hilton, Marriott, Sheraton, Radisson და სხვა. თავის მხრივ, ბრენდირებული სასტუმროებიც აფართოებენ წარმომადგენლობით არეალს და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მასპინძლობენ ქართველ და უცხოელ ტურისტებს. თუმცა, ბევრი დეველოპერისთვის ჯერ კიდევ უცნობია რა პრინციპით თანამშრომლობს ბრენდი ინვესტორთან და რა უპირატესობა აქვს ბრენდირებულ სასტუმროს. ფრენჩიზა...

Read more

ჭკვიანი სახლის უპირატესობები

ჭკვიანი სახლი არის ავტომატიზირებული სისტემით აღჭურვილი საცხოვრებელი სივრცე, რომელიც შეგიძლიათ მართოთ დისტანციურად, ინტერნეტთან დაკავშირებული ნებისმიერი მოწყობილობით. უსაფრთხოება და კომფორტი დამეთანხმებით უსაფრთხოება და კომფორტი ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია. ჭკვიანი სახლის იდეაც სწორედ ამ ორი ძირითადი საკითხით არის განპირობებული: უსაფრთხოება კარის დისტანციური მართვა - ჭკვიანი საკეტით აღჭურვილი კარი არასოდეს დაგრჩებათ ღია. შეძლებთ შექმნათ კარის გაღების ერთჯერად...

Read more

განაშენიანების რეგულირების გეგმის საჭიროება

რა არის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ)? განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც ცალკეული ტერიტორიებისთვის ადგენს ან აზუსტებს ფუნქციურ ზონებს, კოეფიციენტებს და შენობების განთავსების არეალებს. გრგ-ს დამუშავება საშუალებას იძლევა ტერიტორია განვითარდეს მოწესრიგებულად, გათვალისწინებულ იქნას ყველა მიწის ნაკვეთი, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოსთვის საჭირო ყველა კომპონენტი. როდის არის განაშენიანებიოს რეგულირების გეგმა საჭირო? განაშენიანების...

Read more

როგორია ენერგოეფექტური სახლი?

როგორია ენერგოეფექტური სახლი? საცხოვრებელ სახლში ყველაზე მეტ რესურსს ბუნებრივი აირისა და ელექტრო ენერგიის სახით გათბობა/გაგრილების სისტემები მოიხმარს. ენერგოეფექტურ სახლში სასურველი ტემპერატურის მიღწევა/შენარჩუნებას 50%-ით ნაკლები რესურსი ჭირდება ვიდრე ტრადიციულად აშენებულ სახლში. ტრადიციული ნაგებობების უმეტეს შემთხვევაში, ენერგიის დაკარგვის ძირითად წყაროს შენობის სტრუქტურა და მასში არსებული ღიობები, ბზარები და ხვრელები წარმოადგენს. რა გზებით მიიღწევა ენერგოეფექტურობა? ენერგოეფექტურობის მიღწევა შესაძლებელია...

Read more

რა ნაბიჯებია საჭირო კერძო სახლის დასაპროექტებლად და ასაშენებლად

რა უნდა ვიცოდე სანამ სახლს ავაშენებ? თუ მიწის ნაკვეთს ფლობთ და სახლის აშენება გადაწვიტეთ პირველ რიგში საჭიროა გქონდეთ ისეთი მშენებლობის უფლება, რომელიც აკმაყოფილებს ასაშენებელი შენობის პარამეტრებს. რისი უფლება მაქვს ჩემს მიწის ნაკვეთზე? თბილისს და სხვა მსხვილი დასახლებებს გააჩნია „გენერალური გეგმის“ დოკუმენტი, რომელიც ადგენს მიწის ნაკვეთის ფუნქციურ ზონას და მისი გამოყენების პირობებს. კერძოდ: ფუნქციურად რისი აშენების...

Read more

საცხოვრებელი სახლის სწორი გეგმარება, განათება და ორიენტაცია

რა უნდა გავითვალისწინოთ სახლის დაპროექტებისას? კვლევის მიხედვით ადამიანები ცხოვრების 90% დახურულ სივრცეში ვატარებთ, აქედან 70% კი საკუთარ სახლში, ამიტომ აუცილებელია იქ თავს მაქსიმალურად კომფორტულად ვგრძნობდეთ. ამ სტატიაში მოკლედ განვიხილავ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საკუთარი სახლის ისე დასაპროეტებლად რომ მივიღოთ კომფორტული, პრაქტიკული  და ენერგოეფექტური საცხოვრებელი სივრცე. სახლისა და ეზოს განაწილება სახლის ნაკვეთზე განთავსებისას უნდა გავითვალისწინოთ მანქანის გასაჩერებელი...

Read more

კონსტრუქციული პროექტის მნიშვნელობა არქიტექტურაში

კონსტრუქციული პროექტის გავლენა არქიტექტურაზე სტრუქტურული იგივე, კონსტრუქციული ინჟინერია ის ფუნდამენტალური დისციპლინაა, რომელიც ნაგებობის არამხოლოდ სიმყარეს და მის მდგრადობას, არამედ რიგ შემთხვევებში შენობის არქიტექტურულ კონცეფციასაც განსაზღვრავს ხოლმე. სტრუქტურული დიზაინის მიმართ შესაძლოა არსებობდეს რამდენიმე ტიპის გადაწყვეტილება. ქვემოთ ჩამოთვლილი მსოფლიო დონის ნაგეობები, არქიტექტურილი და კონსტრუქციული გადაწყვეტილებების თანხვედრის ნათელი მაგალითებია. სტრუქტურის უგულვებელყოფა თანამედროვე სამშენებლო მასალების და ტექნოლოგიების შესაძლებლობების გათვალისწინებით, დასაშვებია,...

Read more

რას არეგულირებს 41-ე დადგენილება?

წესები ყველაფერშია. რეგულაციები და სტანდარტები მშენებლობისა და არქიტექტურის თანმდევია. ამ სოციალური, კულტურული და სხვა ფაქტორებით წარმოქმნილ წესებს გავლენა აქვთ შენობის ფორმასა და სტრუქტურაზე. აღნიშნული კი განსაზღვრავს დიზაინის თანხვედრას უსაფრთხოებასთან. ეხება თუ არა 41-ე დადგენილება თქვენს პროექტს? 2017 წლიდან, საქართველოში ამოქმედდა შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები. 41-ე დადგენილების მოქმედება ვრცელდება III, IV და V კლასს დაქვემდებარებული შენობებისა და...

Read more

როგორ შევარჩიოთ სწორი საპროექტო ჯგუფი?

როგორ იქმნება ეფექტური პროექტი? საუკეთესო პროექტებს წარმოშობს სრულად ინტეგრირებული მიდგომა, რომელიც იწყება კონცეპტიდან და სრულდება რეალიზებით. უმეტეს შემთხვევაში ეფექტური გუნდური მუშაობა შეუცვლელი ფაქტორია. არქიტექტორები, ინჟინრები და დიზაინერები გუნდში მუშაობენ სრული ჩართულობით. ერთად მიღებული გადაწყვეტილებები კი უზრუნველყოფს მოქნილ და სწრაფ შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო პროცესს. თუმცა, არსებობს გამოწვევა დამკვეთს საკუთარი მოთხოვნების არქიტექტორთან გაზიარებისას არ აქვს შიდა პროცესების...

Read more
ჩატვირთე მეტი

© teamtwo 2020






info@teamtwo.ge

ტელ : +995 555 577 499
ზ.ფალიაშვილის #37