სტანდარტული, მიწაში ჩაშენებული აუზისგან განსხვავებით, ე.წ „Roof Top“ აუზის პროექტირებისას, სტრუქტურული ინჟინრები ითვალისწინებენ, რომ აუზის სახურავზე განთავსება დიდ გავლენას მოახდენს მის მომიჯნავე სტრუქტურულელ ემენტებზე. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია წყლის სიმძიმე. თვალსაჩინოებისთვის, სტანდარტული ზომის აუზის (სიგრზე: 25მ; სიგანე: 12მ; სიღრმე: 3მ) წყლის მოცულობითი წონა 900 ტ-ზე მეტია. მსგავსი სიმძიმის, მიწაზე განთავსება საკმაოდ მარტივია, თუმცა საჭიროა, მიწის შემადგენლობის გამოკვლევა. იგივე აუზის, მიწიდან 20 მეტრის სიმაღლეზე დაპროექტება, კი გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული.