აპარტოტელი სასტუმროს ერთ-ერთი ტიპია, რომელიც სრულად კეთილმოწყობილ და აღჭურვილ აპარტამენტებს აერთიანებს. ისინი ხშირად საცხოვრებლად გამოიყენება და გრძელვადიანი ვადით გაქირავებისთვისაა განკუთვნილი.
ღირებულების მიხედვით, შესაძლოა, აპარტამენტებს ისევე ემსახურებოდეს სასტუმროს პერსონალი, როგორც ეს ჩვეულებრივ სასტუმროს ოთახებში ხდება. მაშინ რით განსხვავდება აპარტამენტი სასტუმროს ოთახისგან?
- აპარტოტელი გვთავაზობს საკუთარ სამზარეულოს, მეტ სივრცეს და უფრო კეთილმოწყობილ საცხოვრებელ გარემოს, ვიდრე სტანდარტული სასტუმრო.
- აპარტოტელის ოთახების ხანგრძლივი ვადით ქირაობა ბევრად იაფი გამოდის, ვიდრე ჩვეულებრივი სასტუმროს ნომრის ქირაობა.
- აპარტოტელები ხშირად გამოიყენება საქმიანი მოგზაურობისთვის, იგივე ბიზნეს ტურიზმის დროს.
- აპარტოტელი ასევე შესაფერისია გრძელვადიანი ცხოვრებისთვისაც, მაშინ, როცა საკუთარ სახლში რემონტია ან სულაც სხვა ქალაქში რამდენიმე თვით გადასვლისას.