ჩვენი ახალი რუბრიკის, „20 რჩეული პროექტის“ ფარგლებში გიამბობთ ალვარო სიზა ვიეირას მიერ შექმნილ პავილიონზე პორტუგალიაში, რომელსაც დღეს ინჟინერიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავ მიღწევად მოიხსენიებენ. იგი 1998 წელს „ლისაბონის მსოფლიო ექსპოზიციისთვის“ აშენდა და დროთა განმავლობაში მართლაც მოირგო ფესტივალის ცენტრისა და მასპინძელი ქვეყნის ეროვნული პავილიონის როლი.