teamtwo teamtwoteamtwo
  • პროექტები
  • სერვისები
    • პროცესი
    • BIM
  • გუნდი
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • En
როგორ გავხადოთ შენობის სახურავი დამსვენებლის საყვარელი ადგილი?

ჩვენი გუნდის, წინა კვირის სტატიამ – „რა უნდა გაითვალისწინოთ სახურავზე აუზის განთავსებისას.“ – დიდი ინტერესი გამოიწვია მკითხველში. დღეს, გვინდა ეს თემა უფრო გავშალოთ და ვისაუბროთ რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტზე, რომელიც ე.წ. Rooftop Terrace-ის მოწყობაში დაგეხმარებათ.

ტერასის გამწვანება: გადატვირთულ და ურბანულად მჭიდრო ადგილებში, გამწვანებული ტერასა, სტუმრებს კარგად დასვენების შესაძლებლობას მისცემს. სიმწვანე დადებითად აისახება დამსვენებლის ხასიათზე.

მყუდრო კუთხის მოწყობა: კოცონის გარშემო მოკალათება და მზის ჩასვლის ყურება, ყველასთვის სასიამოვნოა. თუნდაც, დეკორატიული ბუხარიც, ერთგვარი კომფორტის შემომტანი ელემენტი გახდება თქვენი ტერასისთვის.

საუკეთესო ხედის არჩევა: ტერასის მოწყობისას, უმჯობესია გაითვალისწინოთ გარშემო ტერიტორია და განსაზღვროთ არეალი, რომლის მიმართულებითაც მომავალში გაიშლება მთავარი ხედი.

წასახემსებელი სივრცის აუცილებლობა: ლაუნჯი/ბარი ყოველთვის კარგი გამოსავალია იმისათვის, რომ ტერასა, მთელი დღის მანძილზე იყოს დაკავებული. ღამე, განათებული აუზი და განათებული ქალაქის პეიზაჟი, განსაკუთრებულად სასიამოვნო გარემოს ქმნის. შესაბამისად სავახშმო სივრცის არსებობა, რომლის ხედიც სწორედ ამ კომპოზიციაზე გაიშლება, სასტუმროსთვის მომგებიანი იქნება.

“Roof Top” საცურაო აუზის განთავსება: „Roof Top“ ტიპის საცურაო აუზი, როგორც უკვე ვიცით, დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში და შენობის სახურავის ფუნქციური დატვირთვისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. თუმცა, არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის, გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, მისი სწორად დაგეგმარება და მოწყობა. აუცილებლად გასათვალისწინებელია:

  • დამატებითი სივრცე: გეგმარებისას უნდა გაითვალისწინოთ საკმარისი ტერიტორია იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს საინჟინრო კომუნიკაციების თავისუფლად განთავსება. ასევე, გამოყოფილი სივრცე გათვლილი უნდა იყოს, აუზის წყლის მოვლით, გასათბობ/გამაგრილებელ თუ განათებით სისტემებზე იმისათვის, რომ დამსვენებელს მაღალი სტანდარტებით აღჭურვილი აუზი და კომფორტი დაახვედროთ.
  • წყლის გაჟონვის პრევენცია: აუცილებელია, აუზის დაზიანების შემთხვევაში, მის ქვეშ მდებარე შენობის ნაწილის უსაფრთხოება. აუზის მოწყობის პროცესში, მოცულობა უნდა შეიფუთოს სპეციალური მასალით, რომ თავიდან ავიცილოთ წყლის გაჟონვა და შენობის დატბორვა.
  • მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა: აუზის ტერიტორია მოწყობილი უნდა იყოს, ყველა ასაკის დამსვენებლისთვის. სხვადასხვა აქტივობით დაკავების სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია აუზის მიმდებარედ, ისეთი სივრცეების განთავსება, როგორებიცაა სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი და ა.შ.

შენობის პროექტირებამდე, მნიშვნელოვანია განისაზღვროს შენობის ფუნქცია და დანიშნულება, ვიზიტორების შემთხვევაში, მათი რაოდენობა და სეზონური დატვირთულობა. ამ და სხვა კომპონენტების გათვალიწინებით, ჩვენი საპროექტო ჯგუფი ზმად არის დაგეხმაროთ სრულყოფილი პროექტის გააზრებაში და პროექტირებაში.

  დაგვიკავშირდით
ირაკლი გოგოხია
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
Previous Post
Next Post

© teamtwo 2020






info@teamtwo.ge

ტელ : +995 555 577 499
ზ.ფალიაშვილის #37